CIS-ში ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენი სტუდენტების კეთილდღეობას და ჰოლისტურ განვითარებას. ამ წლის მაისში, იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა წევრმა თავი იგრძნოს მხარდაჭერითა და მზრუნველობით,ჩვენი ველნეს ჯგუფის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ აქტივობების სერია თემაზე „კეთილდღეობა, სიყვარული და ჯანმრთელობა“. ყველა სტუდენტისა და თანამშრომლის მონაწილეობით, ამ ინიციატივამ ჩვენს კამპუსში სითბო, განკურნება და ძლიერი საზოგადოების განცდა შემოიტანა.